სამეგრელოში ინფიცირების შემთხვევების ზრდა ფიქსირდება

ბოლო მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსი 19-მა პაციენტმა დაამარცხა, საკარანტინო სივრცეში კი 109 ადამიანი იმყოფება
Sputnik

თბილისი, 31 მარტი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსი 61 ადამიანს დაუდასტურდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი. 

COVID-19 საქართველოში – 31 მარტის მონაცემები

სამხრეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელოს კოვიდ-კლინიკებში 134 პაციენტია მოთავსებული, მათგან ექვსი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 41 კოვიდ-პაციენტი გადის – ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ფოთის კლინიკაში იმყოფება 40 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმე ოთხი პაციენტია. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ოთხი პაციენტი მკურნალობს. აბაშის „ევექსის“ კოვიდ–კლინიკაში 13 პაციენტი მკურნალობს. სენაკის „ლაზიკა მედიში“ – 36 პაციენტი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 616-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 281.761-ს მიაღწია.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია