მოდელმა ნუკი კოშკელიშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა სადაც ამბობს, რომ მის მეუღლეს, ექიმ ბენ ხაიმს და შვილს ოლივერს კორონავირუსი აქვთ, მას კი არა. „საიდან მოიტანა, რანაირად არ ვიცი. გაგიგიათ ასეთი რამ, რომ ოჯახში ყველას ჰქონდეს და მხოლოდ ერთ ადამიანს არა?“ – კითხულობს ნუკი და აინტერესებს, როდის შეიძლება გამოუვლინდეს ვირუსი.
მოდელი ამბობს, რომ მისი ქმარი და შვილი თავს ნორმალურად გრძნობენ, თუმცა სიცხე აქვთ. ნუკი კოშკელიშვილი და მისი ქმარ-შვილი ამერიკას რამდენიმე კვირის წინ დაუბრუნდნენ. პანდემიის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ ბენჯი ხაიმი საქართველოში ჩამოვიდა და შემდეგ ოჯახთან ერთად შტატებში გაფრინდა.
წყვილის დაშორებაზე ბევრი ჭორ-მართალი გავრცელდა, თუმცა ატეხილი ხმაური მალევე ჩაწყნარდა. ბენის პროფესიამ ოჯახს ერთი წლით დააშორა. ის პანდემიის დაწყებისთანავე ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა და კოვიდ-დადებით პაციენტებს მკურნალობდა.
ნუკი კოშკელიშვილი რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობს. ეს გადაწყვეტილება მან სპონტანურად მიიღო და იხსენებს, რომ არც იცოდა ვისთან ჩადიოდა ამერიკაში. გარისკა და ძალიან გაუმართლა, რომ პირველ პარტნიორთან მტკივნეული დაშორების შემდეგ ბენჯის შეხვდა. მისი პირადი ცხოვრება დიდ ყურადღებას იქცევს. აღსანიშნავია, რომ მსახიობმა პატარა ოლივერს ქართული ასწავლა.
პოპულარულმა მსახიობმა საქართველოში აწყობილი წარმატებული კარიერა ამერიკაში დაოჯახების შემდეგ მიატოვა. სხვადასხვა გადაცემებში საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. მას ტოკ-შოუებში არაერთხელ უტირია, რადგან სამშობლო და ოჯახის წევრები ძალიან ენატრება. ამბობს, რომ მეუღლეს ძალიან ხშირად ეჩხუბება, მიუხედავად ამისა, ამერიკაში დარჩენის ერთადერთი დიდი მიზეზი მათი სიყვარულია, რომელიც დღითი დღე იზრდება.