ყვითელი ამბები

„არ შეიძლებოდა, ჩემი ცხოვრება ისე დამთავრებულიყო, შვილები არ მყოლოდა“ - ნინო სურგულაძე

საოპერო მომღერალი ნინო სურგულაძე ამბობს, რომ როგორც ყველა, ისე თვითონაც ოცნებობდა შვილებზე და ეს ნატვრა აუხდა
Sputnik

ნინო სურგულაძე ჟურნალ „სარკესთან“ ოჯახისა და პირადი ცხოვრების შესახებ საუბრობს. ნინოსა და მის მეუღლეს, გიორგი ინწკირველს ტყუპი ქალ-ვაჟი ჰყავს.

მუსიკოსის თქმით, შვილებზე ყველა ოცნებობს და არც ის ყოფილა გამონაკლისი. სურგულაძე იხსენებს, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უწევს მუშაობა და ფრენა ხშირად უხდებოდა. აეროპორტში მამა აცილებდა ხოლმე, რომელიც ფიზიკოსი იყო და თვითმფრინავის ყველა დეტალი იცოდა.

„მეუბნებოდა, მშვიდად იფრინე, ნინო, ეს მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტიაო. რამდენჯერმე მოვხვდი ტურბულენტურ ზონაში, სადაც გადარჩენის შანსი ცოტა იყო. საყოველთაო პანიკისას მეც მეშინოდა, მაგრამ გულში ყოველთვის მქონდა იმედი, რომ აუცილებლად გადავრჩებოდი, რომ არ შეიძლებოდა, ჩემი ცხოვრება ისე დამთავრებულიყო, შვილები არ მყოლოდა“, - აცხადებს მომღერალი.

 საოპერო მომღერალს მამა 2020 წლის დეკემბერში გარდაეცვალა, ტყუპი ქალ-ვაჟი კი ივნისში შეეძინა. მომღერალმა შვილებს ზაქარია და ნატალია დაარქვა. ნინო სურ­გუ­ლა­ძე, წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რის გარ­და, ქველ­მოქ­მე­დე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. 42 წლის მეცო-სოპ­რა­ნოს სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი „ნატ­ვრის ხე“ ეხ­მა­რე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ბავ­შვებს, რომ­ლებ­საც სა­ზღვარ­გა­რეთ მკურ­ნა­ლო­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბათ.