გონიოში ხანძარს ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

მედიის მონაცემებით, მეხანძრეებმა შეძლეს ერთი ადამიანის გადარჩენა, რომელიც იმ დროს სახლში იმყოფებოდა
Sputnik

თბილისი, 31 მარტი – Sputnik. გონიოში კერძო საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 45 წლამდე ასაკის ქალი ემსხვერპლა. იუწყება „პირველი არხი“.

ტელეარხის მონაცემებით, მეხანძრეებმა მოახერხეს ერთი ადამიანის გადარჩენა, რომელიც ხანძრის დროს ასევე სახლში იმყოფებოდა. მას დამწვრობა აღენიშნებოდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ხანძრის მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

საქართველოში ხანძრის შედეგად გარდაცვალება საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. 2020 წელს გარდაცვლილი 50.537 ადამიანიდან ხანძარს 65 პირი ემსხვერპლა.