ბათუმის სამარშრუტო ტაქსები ყოველთვიური გადასახადისგან თავისუფლდებიან

ქალაქის ხელისუფლებამ სამარშრუტო ტაქსების მძღოლების პრობლემა მას შემდეგ გადაჭრეს, რაც მათ ბათუმის ცენტრში მასშტაბური აქცია მოაწყვეს და მგზავრობის საფასურის გაზრდა მოითხოვეს.
Sputnik

თბილისი, 31 მარტი – Sputnik. ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით М2 და М3 კატეგორიის მიკროავტობუსები 2021 წლის 1 ნოემბრამდე ლიცენზიის ყოველთვიური გადასახადისგან თავისუფლდებიან

ქალაქის მარშრუტებზე მოძრავი მიკროავტობუსისთვის თვეში გადასახდელია 20 ლარი. ამჟამად ბათუმში მგზავრების გადაყვანის ნებართვით 500 მიკროავტობუსი მუშაობს. ყოველთვიურად მათ ქალაქის ბიუჯეტში 10 ათასი ლარი შეაქვთ. ამიერიდან ცხრა თვის განმავლობაში ისინი 20 ლარის ნაცვლად თვეში სიმბოლურ თანხას – 1 ლარს გადაიხდიან.

ბათუმში მიკროავტობუსის მძღოლები მგზავრობის საფასურის გაზრდას მოითხოვენ

როგორც ბათუმის საკრებულოსა და მერიაში აღნიშნავენ, შეღავათები გლობალური პანდემიით არის ნაკარნახევი და მიმართულია ეკონომიკური აქტიურობის მხარდაჭერაზე.

М2 და М3 კატეგორიას მიეკუთვნება ის სატრანსპორტო საშუალება, რომელშიც რვაზე მეტი დასაჯდომი ადგილია და ავტომობილის წონა ხუთ ტონას აღემატება.

ბათუმში სამარშრუტო ტაქსების მძღოლებმა მარტის დასაწყისში საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი მგზავრობის საფასურის 20–30 თეთრით მომატებას ითხოვდნენ.

მათი თქმით, მერიამ მგზავრობის საფასური გასულ წელს 50 თეთრამდე შეამცირა, ახლა კი, ეკონომიკური კრიზისისა და საწვავზე ფასების ზრდის პირობებში, მათი მუშაობა მხოლოდ წამგებიანი.

მაშინ მერიაში პრიობა დადეს, რომ ამ საკითხს მოაგვარებდნენ.