როგორი ამინდი იქნება თბილისში პარასკევს, 2 აპრილს

ცვალებადი მარტი აპრილშიც გრძელდება – ჯერჯერობით ისევ არასტაბილური ამინდია მოსალოდნელი. ჰაერი დედაქალაქში დღისით 14 გრადუსამდე გათბება
Sputnik

თბილისი, 31 მარტი – Sputnik. თბილისში პარასკევს, 2 აპრილს უპირატესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი მცირე მოღრუბლულობით.

ღამით ტემპერატურა პლუს 7–8 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით 14 გრადუსამდე დათბება.

მზე ადგილობრივი დროით 06:43 საათზე ამოვა და 19:26 საათზე ჩავა.