თბილისი, 31 მარტი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 616-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 281.761-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 273.167 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 268), გარდაიცვალა – 3.778 (ბოლო 24 საათში – 5), კარანტინის რეჟიმშია 270, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.674 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 261 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 31.947 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20.364, PCR–ტესტით – 11.583.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,93%, ბოლო 14 დღის – 1,74%, ბოლო 7 დღის – 1,61%.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.