„რუბინის“ გენდირექტორი: კვარაცხელიას გაყიდვას არ ვაპირებ

კვარაცხელიას ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 10 მლნ ევროს შეადგენს – იგი ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელია.
Sputnik

თბილისი, 30 მარტი – Sputnik. ყაზანის „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურის ფარგლებში საქართველო–ესპანეთის მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას თამაშთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. 

საქართველო-ესპანეთი: შეხვედრის პირველი გოლი გავიდა

„გაიზარდა თუ არა ფეხბურთელის ფასი ამ მატჩის შემდეგ? სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. თვალს არ ვადევნებ სატრანსფერო ფასს. ჩემთვის ხვიჩა ძირითადის შეუცვლელი მოთამაშეა. მის გამო გახარებული ვარ. მომწონს როგორ ვითარდება მისი კარიერა. ფასი რატომ უნდა გაიზარდოს? მე ხომ მის გაყიდვას არ ვაპირებ? ჩემი ამოცანაა მისი „რუბინში“ დატოვება და ყველაფრის ისე გაკეთება, რომ მან ჩვენს გუნდში დიდხანს ითამაშოს“, – განაცხადა Спорт-Экспресс-თან „რუბინის“ გენდირექტორმა.

ავტორიტეტული გამოცემა transfermarkt.com-ის მონაცემების თანახმად, კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი ამ დროისათვის 10 მლნ ევროა. ამ ეტაპზე „რუბინის“ ნახევარმცველი ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელია.

საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან მატჩი ანგარიშით 1:2 დაასრულა, თუმცა, კვარაცხელია ერთ-ერთი საუკეთესო იყო ორივე გუნდის შემადგენლობაში. სწორედ მისი წყალობით დაწინაურდა საქართველოს ნაკრები პირველ ტაიმში.

როგორ ჩაიარა ღამემ საქართველო–ესპანეთის საფეხბურთო მატჩის შემდეგ>>>

კვარაცხელია ესანურმა სპორტულმა მედიამაც შეაფასა.

„საქართველოს ნაკრები ძალზე სახიფათო კონტრშეტევებს ახორციელებდა, მარცხენა ფლანგზე კი მუდმივად კვარაცხელია იყო. „რუბინის“ 20 წლის ნახევარმცველი ყველაფერს აკეთებდა რაც სურდა, როგორც სურდა და როდესაც სურდა. მალე ჩვენ მას ევროპის ერთ-ერთ დიდ კლუბში ვიხილავთ. ეს ბიჭი ნამდვილი თვითნაბადი ნიჭითაა დაჯილდოებული. ბურთი მას ყოველთვის უსმენს და იგი ყოველთვის მყარად დგას ფეხზე“, – ასე ახასიათებს კვარაცხელიას თამაშს ესპანური El mundo.

„ესპანეთთან მატჩში კვარაცხელიამ ძალზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. 20 წლის ფებურთელი ჩვენი ნაკრებისთვის ნამდვილ კოშმარად იქცა. მოულოდნელი არ იქნება, თუ „რუბინი“ ზაფხულში კვარაცხელიასთან დაკავშირებით მომგებიან წინადადებას მიიღებს“, – წერს Marca.

31 მარტს კვარაცხელია საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მინდორზე კვლავ გამოჩნდება. ამ დღეს საქართველოს ნაკრები საბერძნეთის ნაკრებთან გასვლით მატჩს ჩაატარებს სალონიკში.