რატიანი: განცხადების გაკეთებას არ ვაპირებდი, მაგრამ მინდა ყველამ იცოდეს სიმართლე...

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ახალციხეში ვაქცინაციის შემდეგ შეუძლოდ გამხდარი მედდა მეგი ბაქრაძე საუნივერსიტეტო კლინიკაში შეყვანის დროს უკვე გარდაცვლილი იყო.
Sputnik
რატიანი: განცხადების გაკეთებას არ ვაპირებდი, მაგრამ მინდა ყველამ იცოდეს სიმართლე...
„ამ მტკივნეულ და სენსიტიურ თემასთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას არ ვაპირებდი, მაგრამ მინდა ყველამ იცოდეს სიმართლე. სიმართლეს არ წარმოადგენს სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მეგი ბაქრაძე, 28 წლის, რომელიც ჩვენს კლინიკაში შემოიყვანეს 18 მარტს, 19:45 საათზე, იყო გარდაცვლილი. ეს არის სიცრუე. მინდა ოჯახს მივუსამძიმრო და გამძლეობა ვუსურვო“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, პაციენტი კლინიკაში მიყვანისას იმყოფებოდა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, ჰემოდინამიკა იყო მკვეთრად არასტაბილური. მისი გარდაცვალება დაფიქსირდა კლინიკაში შეყვანიდან რამდენიმე საათში.