ყვითელი ამბები

„კოტე სტუმრად წასვლამდე მთხოვდა, დავლიოთო“ – ეკა ბალანჩივაძე ოჯახურ სირთულეებზე

კოტე მა­თი­თაშ­ვი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­და­ცე­მა „ექი­მებ­ში“ გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ გახ­და. წყვილი სამი წელია დაქორწინებულია.
Sputnik

პლასტიკური ქირურგის კოტე მათითაშვილის მეორე ნახევარი ეკა ბალანჩივაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს, თუ რატომ გადაწყვიტა მისმა მეუღლემ, რომ პლასტიკური ქირურგიისთვის თავი დაენებებინა და ინექციურ საშუალებებზე ემუშავა, და როგორ გაუმკლავდა ალკოჰოლზე დამოკიდებულებას.

დიზაინერი ამბობს, რომ გაუხარდა, როცა კოტემ ეს გადაწყვეტილება მიიღო და ალკოჰოლზე უარი თქვა, რადგან ის იყო მისი საყვარელი გამაბრუებელი საშუალება და ეს საქართველოში ასეა ძალიან ბევრისთვის, თუმცა კი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს არასდროს სვამდა.

„ბოლოს ისე მეგობრობდა ალკოჰოლთან, სადმე რომ მივდიოდით სტუმრად, წინასწარ მეტყოდა, მოდი, დავლიოთ და მერე წავიდეთო. ვპასუხობდი, მოდი, იქ მივიდეთ და თუ მოგინდება, დავლიოთ-მეთქი. როცა ალკოჰოლზე დამოკიდებული გახდა, ის ართობდა და ეგონა, თრობის მდგომარეობაში უფრო მარტივად ამყარებდა კომუნიკაციას საზოგადოებასთან. ვკითხე – რეალური კოტე საზოგადოების პრობლემაა-მეთქი? მიხვდა, რომ ეს ასე არ იყო და მე ეს არ უნდა მეფიქრა. გადაწყვიტა, რომ ფხიზელიც მშვენივრად ერთობა, ადამიანებთან კომუნიკაციაც არაჩვეულებრივად გამოსდის და საკუთარი საქმეც“, – აცხადებს დიზაინერი.

ეკა ბალანჩივაძე ცნობილი პლასტიკური ქირურგის კოტე მათითაშვილის მეუღლეა. ისინი სამი წლის წინ დაქორწინდნენ. თანაცხოვრების დაახლოებით ერთი წლის თავზე მათ ურთიერთობას ოფიციალური სახე მისცეს და ხელი მოაწერეს. წყვილს უამრავი საერთო ინტერესი აქვს, მათ შორის არის ხატვის სიყვარული. კოტეს ნახატები ეკამ მაისურებზე გადაიტანა, რომლებიც, დიზაინერის თქმით, საკმაოდ კარგად იყიდება.

კოტე მა­თი­თაშ­ვი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­და­ცე­მა „ექი­მებ­ში“ გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ გახ­და. ის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად იკა­ვებს ერთ-ერთი სიმ­პათი­უ­რი ექი­მი მა­მა­კა­ცის წო­დე­ბას და რე­ი­ტინ­გებ­შიც ხში­რად ხვდე­ბა. პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ორი­ვეს ჰყავს შვი­ლე­ბი.