გარდაიცვალა დირიჟორი ვადიმ შუბლაძე

ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი დირიჟორი ვადიმ შუბლაძე მრავალი თანამედროვე კლასიკური ნაწარმოების პირველი შემსრულებელი იყო.
Sputnik

თბილისი, 30 მარტი – Sputnik. გამოჩენილი დირიჟორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ვადიმ შუბლაძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი.

გარდაიცვალა დირიჟორი ვადიმ შუბლაძე

პანაშვიდი თბილისში, ბაქრაძის 13 ნომერში 30 და 31 მარტს 14 საათიდან გაიმართება, ხოლო დირიჟორს 1 აპრილს 14 საათზე დაკრძალავენ.

ვადიმ შუბლაძე ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებულია. იყო ოდისეი დიმიტრიადის მოწაფე. სხვადასხვა დროს ის ხელმძღვანელობდა საქართველოს რადიოს სიმფონიურ ორკესტრს, ერევნის სიმფონიურ ორკესტრს, მოსკოვის დიდ სიმფონიურ ორკესტრს, თბილისის ოპერისა და ბალეტის სიმფონიურ ორკესტრს. ის 20 წლის განმავლობაში იყო თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი – პროფესორი.

ყოფილ საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი წამყვანი დირიჟორი მრავალი თანამედროვე კლასიკური ნაწარმოების პირველი შემსრულებელი იყო.