ყვითელი ამბები

ჰეილი ბიბერი ანუკი არეშიძის სამოსით – ნახეთ რაზე შეაჩერა არჩევანი ჯასტინ ბიბერის მეუღლემ

წარმატებული ქართველი დიზაინერის სამოსი არაერთ ცნობილ ადამიანს ჩაუცვამს. ამჯერად ანუკის შექმნილ ორეულზე შეაჩერა არჩევანი ჯასტინ ბიბერის ცნობილმა მეუღლემ.
Sputnik

ქართველი დიზაინერის ანუკი არეშიძის სამოსს მსოფლიოს არაერთი ცნობილი ადამიანი ირგებს. ილონ მასკის დედის, მაია მასკის შემდეგ ანუკის სამოსში საზოგადოების წინაშე ახლა ჯასტინ ბიბერის მეუღლე ჰეილი ბიბერი გამოჩნდა.

ჰეილი ბიბერმა, რომელსაც უამრავი თინეიჯერი გოგონა ბაძავს, ანუკის ვეგანური ტყავის ორეული მოირგო. მსოფლიო ვარსკვლავის მეუღლე ანუკის სამოსში 26 მარტს ლოს-ანჯელესში დააფიქსირეს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ანუ­კი არე­ში­ძე უკვე წლე­ბია წარ­მა­ტე­ბით ავი­თა­რებს სა­კუ­თარ ბიზ­ნესს. მისი დი­ზა­ი­ნით შექ­მნილ ტან­საც­მელ­სა და ფეხ­საც­მელს მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ანა­ში ირ­გე­ბენ.

რამდენიმე კვირის წინ ანუ­კის ახა­ლი მა­ღა­ზია დუ­ბა­ი­ში, ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ სა­შო­პინ­გო სივ­რცე­ში, „ლა­ფა­ი­ეტ­ში“ გა­იხ­სნა. ფო­ტო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­ვად არე­ში­ძემ გა­ავ­რცე­ლა და უამ­რა­ვი მი­ლოც­ვაც მი­ი­ღო.