იცოდით, რომ სპილოებს კლასიკური მუსიკა უყვართ? – საოცარი ვიდეო

სოციალურ ქსელში პოპულარულია ვიდეო, სადაც ჩანს, რა საოცარი რეაქციები აქვთ გარეულ სპილოებს მაშინ, როდესაც კლასიკური მუსიკა ჟღერს.
Sputnik
ცნობილია, რომ მოუხეშავი გარეგნობის და გაბარიტების მიუხედავად, სპილო ძალიან ფაქიზი, გემოვნებიანი და ჭკვიანი ცხოველია. ზოგ სპილოს ხატვა შეუძლია, ზოგს კი - ფორტეპიანოზე დაკვრა. საერთოდ, ეს გიგანტები მუსიკას აღმერთებენ.
პიანისტი ტყეში სპილოებთან საკუთარი პიანინოთი მიდის და მათთვის კლასიკურ მუსიკას უკრავს. მუსიკოსი ირწმუნება, რომ სპილოებს ყველაზე მეტად ბეთჰოვენის მუსიკა მოსწონთ.