ქართველები ესპანელების წინააღმდეგ თბილისში – ფეხბურთელების პაექრობა და ქომაგების ემოციები

Sputnik

„დინამო არენაზე“ საქართველოსა და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი გაიმართა.

ნაკრებები ჯგუფში ასევე შვედეთის, საბერძნეთისა და კოსოვოს გუნდებს უპირისპირდებიან.

საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ციკლის ორივე სასტარტო შეხვედრა წააგო. რამდენიმე დღის წინ ვილი სანიოლის გუნდი შვედეთის ნაკრებთან გასვლაზე 0:1 დამარცხდა.

B ჯგუფის მომდევნო შესარჩევ მატჩში საქართველოს ნაკრები 31 მარტს გასვლით შეხვედრაში საბერძნეთს დაუპირისპირდება.

 

1 / 17
„დინამო არენაზე“ საქართველოს და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი გაიმართა
2 / 17
ესპანელებმა მატჩის დასაწყისშივე მოიპოვეს უპირატესობა და მასპინძლების ნახევარზე პოზიციები გაიმაგრეს
3 / 17
ესპანეთი თავდაჯერებულად აკონტროლებდა ფურთს და ქართული ნაკრების კარზე იერიშს ცდილობდა
4 / 17
პანდემიის დაწყებიდან პირველად დაიშვა მაყურებელი სტადიონზე
5 / 17
ქართულ ნაკრებს პირველ წუთებში საკმაოდ გაუჭირდა, თუმცა გუნდმა პირველ ტაიმს შესანიშნავად გაართვა თავი
6 / 17
მასპინძლებმა პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიში გახსნეს
7 / 17
გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. მან ოთარ კიტეიშვილის შესანიშნავი გადაცემით მოწინააღმდეგის კარში გაგზავნა ბურთი
8 / 17
გულშემატკვირებმა ემოციებისგან იფეთქეს!
9 / 17
თუმცა მეორე ტაიმში ესპანელებმა სიტუაციის გარდატეხა მოახერხეს
10 / 17
სტუმრები შეტევებზე გადაერთნენ და მარჯვენა ფლანგიდან შეუტიეს მეტოქის ნაკრებს
11 / 17
შერჩეული ტაქტიკა წარმატებული აღმოჩნდა
12 / 17
მატჩის 56-ე წუთში ფერან ტორესმა ანგარიში გაათანაბრა
13 / 17
ხოლო მსაჯის მიერ დამატებულ დროში გამარჯვების მომტანი გოლი დონი ალმომ გაიტანა
14 / 17
ოლმოს გოლი, რომელიც საჯარიმო მოედნიდან გავიდა, მეკარის შეცდომის შედეგია
15 / 17
უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისათვის საქართველოს ნაკრებს ერთი მოთამაშე აკლდა. ლევან შენგელიამ უხეშად ითამაშა პედრის წინააღმდეგ და წითელი ბარათი მიიღო
16 / 17
შედეგად, შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 1:2 ესპანეთის ნაკრების სასარგებლოდ
17 / 17
B ჯგუფის მომდევნო შესარჩევ მატჩში საქართველოს ნაკრები 31 მარტს საბერძნეთს დაუპირისპირდება გასვლაზე