ღარიბაშვილი: ვადამდელი არჩევნები არ იქნება
© Sputnik
„ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში არ იქნება. ჩვენ ამაზე საუბარი დავასრულეთ. ამასთან დაკავშირებით მოვისმინეთ ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებები, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, სენატის და ა.შ. „ეუთო/ოდირის“ დასკვნები. მთელმა მსოფლიომ აღიარა ჩვენი არჩევნები და მოგვილოცა, რა არჩევნებზე ვლაპარაკობთ?!“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.
საპარლამენტო არჩევნებიდან თითქმის ხუთი თვის შემდეგ ოპოზიცია კვლავ უარს ამბობს საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში მონაწილეობაზე, მას გაყალბებულად აცხადებს და ვადამდელ არჩევნებს ითხოვს.