„შედით პარლამენტში“ – მოძრაობა „წინსვლის“ აქტივისტებმა ოპოზიციას მიმართეს

დღეს მოძრაობის აქტივისტებმა რიგრიგობით მოიარეს „ევროპული საქართველოს“, „ლეიბორისტული პარტიის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისები, მაგრამ მათ იქ მისვლას სიხარული არ გამოუწვევია.
Sputnik

თბილისი, 29 მარტი – Sputnik. სამოქალაქო მოძრაობა „წინსვლის“ აქტივისტებმა საპროტესტო აქციები გამართეს ოპოზიციური პარტიების – „ევროპული საქართველოს“, „ლეიბორისტული პარტიის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებთან.

„შედით პარლამენტში“ – მოძრაობა „წინსვლის“ აქტივისტებმა ოპოზიციას მიმართეს

აქციის მონაწილეებმა გამოხატეს უკმაყოფილება იმის გამო, რომ ოპოზიცია იგნორირებას უკეთებს სტრატეგიული პარტნიორების და ევროკავშირის წარმომადგენლების მოწოდებებს პარლამენტში შესვლისა და ყველა პოლიტიკური საკითხის მის კედლებში გადაჭრის შესახებ.

„შედით პარლამენტში“ – მოძრაობა „წინსვლის“ აქტივისტებმა ოპოზიციას მიმართეს

სამოქალაქო აქტივისტები მიიჩნევენ, რომ საკანონმდებლო ორგანოს ბოიკოტი საკუთარი ქვეყნის საბოტაჟის ტოლფასია. მათ მოუწოდეს ოპოზიციას, მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებების პროცესში იხელმძღვანელონ არა ვიწროპარტიული, არამედ სახელმწიფო ინტერესებით.

პოლიტიკური კულტურის კიდევ ერთი დემონსტრირება: ხელისუფლება მზადაა ოპოზიციასთან დიალოგისთვის

აქციის მონაწილეებმა ოპოზიციური პარტიების ოფისების კედლებზე გააკრეს სტიკერები, სადაც იყო დატანილი საერთაშორისო პარტნიორების გზავნილები და OSCE/ODIHR-ის დასკვნა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობის შესახებ, რის გამოც მათ „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენლებთან კონფლიქტიც მოუხდათ.

დაძაბული სიტუაცია იყო ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან. პარტიის წარმომადგენლებმა სამოქალაქო აქტივისტები შენობის ეზოში არ შეუშვეს, რასაც მათ შორის სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

„შედით პარლამენტში“ – მოძრაობა „წინსვლის“ აქტივისტებმა ოპოზიციას მიმართეს

„ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს განუმარტეს, რომ ეს არის კერძო ტერიტორია და ისინი არ მისცემენ მათ ეზოში შესვლის და შენობაზე სტიკერების გაკვრის უფლებას.

ჩვენ მოვედით ევროპელების გზავნილებით ოპოზიციის მისამართით – შევიდნენ პარლამენტში... ჩვენ მოვუწოდებთ „ნაცმოძრაობას“ გადადგას ნაბიჯი კონსტრუქციულობისკენ, გაიაზრონ, რა გამოწვევების წინაშეც დგას ქვეყანა. მოვუწოდებთ, ნუ შეაფერხებენ ქვეყნის წინსვლას, განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ამის პარალელურად „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს. აქციის მონაწილეები პატიმრების ზოლიანი სამოსით და პლაკატებით ხელში მივიდნენ.

ღარიბაშვილი: ვადამდელი არჩევნები არ იქნება

მონაწილეთა თქმით, აქციის მიზანია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლამდე, კრისტიან დანიელსონამდე მიიტანონ ხმა იმის შესახებ, რომ ქვეყანაში არსებობენ პოლიტპატიმრები – „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია და „მთავარი არხის“ თანამფლობელი გიორგი რურუა და ისინი უნდა გათავისუფლდნენ.

დასავლელი შუამავლები უკვე რამდენიმე თვეა ცდილობენ გავლენა მოახდინონ პოლიტიკურ ვითარებაზე საქართველოში, მაგრამ ჯერჯერობით – უშედეგოდ.

ამჟამად კრისტიან დანიელსონი თბილისშია. ის უკვე მეორედ ჩამოვიდა საქართველოს დედაქალაქში, რათა განაგრძოს მოლაპარაკებების პროცესი და მხარეებს შეთანხმებაში და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმაროს. დანიელსონი უკვე შეხვდა ქვეყნის პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, მმართველი პარტიის წარმომადგენლებს. დაგეგმილია შეხვედრა ოპოზიციასთან.