გამყრელიძე: მომავალი ორი კვირისთვის დაახლოებით 14 ათასი ვიზიტია დაჯავშნილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესზე საუბრობს.
Sputnik
გამყრელიძე: მომავალი ორი კვირისთვის დაახლოებით 14 ათასი ვიზიტია დაჯავშნილი
„ვაქცინაციის პროცესი, სამწუხაროდ, არ მიდის იმ ტემპით, როგორიც სასურველია. ჩვენ სხვას ვპროგნოზირებდით. პროცესზე სერიოზული გავლენა მოახდინა იმ ძალიან სამწუხარო და ტრაგიკულმა ფაქტმა, რაც მოხდა ქვეყანაში. მანამდე ჩვენ ყოველდღიურად დაახლოებით 1300-1400 აცრაზე ავდიოდით. ახლა კი ყოველდღიურად 100-120 ადამიანი იცრება“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

გამყრელიძის განცხადებით, ჯამში აცრილია 5 ათასამდე ადამიანი, მომავალი ორი კვირისთვის კი დაახლოებით 14 ათასი ვიზიტია დაჯავშნილი, აქედან 11 ათასამდე „ფაიზერის“ ვაქცინაზე და 3 ათასზე მეტი „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე მოდის.