COVID-19 - ბოლო ცნობები

ჩეხეთში COVID-19-ის აქამდე დაურეგისტრირებელი მუტაცია აღმოაჩინეს

ამ დროისათვის კორონავირუსის ახალი შტამის, ეგრეთ წოდებული Spike-პროტეინის მუტაციის შესწავლა გრძელდება.
Sputnik

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. ჩეხეთის ქალაქ ბრნოს ლაბორატორია Elisabeth Pharmacon-ის თანამშრომლებმა კორონავირუსის აქამდე დაურეგისტრირებელი მუტაცია აღმოაჩინეს, წერს ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ეპიდემიოლოგი ომარ შერი Twitter-ზე.

​„საუბარია ე.წ. Spike-პროტეინის მუტაციაზე. ეს სახასიათო პროტეინია, რომელიც ვირუს SARS-CoV-2-ის ზედაპირზე იჩენს თავს. სწორედ მის წინააღმდეგაა გათვლილი ამჟამად არსებული ვაქცინები“, — წერს შერი.

ეპიდემიოლოგის თქმით, კორონავირუსის ახალი მუტაცია ბრიტანულზე სახიფათო არ არის.

ამ დროისათვის მუტაციის შესწავლა გრძელდება, თუმცა ექსპერტები უკვე ირწმუნებიან, რომ არსებული კოვიდ-ვაქცინები ეფექტურია ახალი შტამის წინააღმდეგ.