ვითარება საქართველოს გზებზე: ვრცელდება ბოლო ინფორმაცია

ამ დროისათვის გარკვეული შეზღუდვები ნარჩუნდება საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის ყველა რთულ - გუდაური-კობის მონაკვეთზე
Sputnik

თბილისი, 28 მარტი – Sputnik. საქართველოს საერთაშორისო მნიშვნელობის და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე ინტენსიური თოვის გამო დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

ცაგერში სტიქიასთან ბრძოლა გრძელდება: შემოვლითი გზის მოწყობა ვერ ხერხდება

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამ დროისთვის, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მლეთა-გუდაურის, გუდაური (ფოსტა)–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად, ხოლო გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე - მხოლოდ ზვავდამცავ გვირაბებში. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

გარდა ამისა, ყველა სახის ტრანსპორტისთვის მოძრაობა აღდგა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შემდეგ გზებზე:

  • კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-110-ე კმ (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე;
  • ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე, მათ შორის ნაქერალას უღელტეხილზე;
  • გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე, მათ შორის გომი-საჩხერეს მონაკვეთზე;
  • ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე (სოფ. დიზი) მონაკვეთზე, სადაც 26 მარტს მეწყერი ჩამოვიდა.