საქართელოს ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა - 1:2

მატჩის ძირითადი დრო ანგარიშით 1:1 დასრულდა. შეხვედრის ბოლო გოლი დამატებით დროში, 92-ე წუთზე გავიდა. მისი ავტორი დანი ოლმი გახდა
Sputnik

თბილისი, 28 მარტი - Sputnik. მსოფლიო-2022-ის შესარჩევი ტურნირის ფარგლებში თბილისში „დონამო-არენაზე“ გამართულ მატჩში საქართველოს ნაკრები ესპანეთთან მინიმალური სხვაობით დამარცხდა - 1:2.

საქართელოს ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა - 1:2

პირველი ტაიმი ქართველების სასარგებლოდ დასრულდა - 44-ე წუთზე შეხვედრის პირველი გოლი ყაზანის „რუბინის“ ნახევარმცველმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.

საქართელოს ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა - 1:2

შესვენების შემდეგ ესპანეთის მთავარმა მწვრთნელმა რამდენიმე შეცვლა განახორციელა და 56-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა. თავი გამოიჩინა ფერან ტორესმა. მეორე ტაიმის ბოლომდე ორივე კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შეიქმნა, მაგრამ უშედეგოდ. ძირითად დროში მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

საქართელოს ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა - 1:2

მსაჯმა 4 წუთი დაამატა და ესპანეთის ნაკრების მთელმა შემადგენლობამ ქართველების ნახევარზე გადაინაცვლა. 92-ე წუთზე გიორგი ლორია ვერ გაუმკლავდა დანი ოლმოს შორ დარტყმას. ანგარიში გახდა 2:1 ესპანეთის სასარგებლოდ.

საქართელოს ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა - 1:2

მსოფლიო-2022-ის მომდევნო შესარჩევ მატჩს საქართველოს ნაკრები 31 მარტს საბერძნეთის წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.