თბილისი, 28 მარტი — Sputnik. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კავშირში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 36 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
თვითმხილველების ინფორმაციით, Mercedes-ის მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ტროტუარზე მყოფ მუშას დაეჯახა, რომელიც საგზაო სამუშაოებზე იყო დასაქმებული.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკაში მოათავსა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ავარიის შედეგად დაშავდა ავტომობილის ორი მგზავრი, ისინიც კლინიკაში არიან გადაყვანილი.