„ყველა შენთვის დაუხარჯავი წამი მაპატიე“: პოეტი ზურაბ რთველიაშვილი სიცოცხლისთვის იბრძვის

როგორც პოეტის მეუღლე, ნინო ამირეჯიბი წერს, ზურაბ რთველიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.
Sputnik

თბილისი, 27  მარტი – Sputnik. პოეტი ზურაბ რთველიაშვილი თრომბის დიაგნოზით თბილისის „ავერსის“ კლინიკაშია მოთავსებული, ამის შესახებ პოეტის მეუღლე, მწერალი ნინო ამირეჯიბი Facebook-გვერდზე წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა, რის შემდეგად კლინიკაში მოათავსეს.

„ვერასდროს ვერავის ვაპატიებ ვერც ამ სიტუაციას და ვერც მის ნერვიულობას, რამაც ამ მდგომარეობამდე მიიყვანა. და ვერც ჩემს თავს, რომ ყველაზე ძვირფასს ვერ გავუფრთხილდი იმდენად სათანადოდ, რომ ამ ზომამდე არ მისულიყო. ძალიან მიყვარხარ, სამყაროზე მეტად და შენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე ვიდგები მუდამ! და ამ საგიჟის, უსამართლობის, პრობლემების ფონზე, ყველა შენთვის დაუხარჯავი წამი მაპატიე“, - წერს ამირეჯიბი.
კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ზურაბ რთველიაშვილი დაიბადა 1967 წელს, ქალაქ ყარაგანდაში, ყაზახეთში. 1990-იან წლებში გამოდიოდა პოეტური პერფორმანსებით დავით ჩიხლაძესთან, შოთა იათაშვილთან და სხვებთან ერთად. 2010 წელს შვედეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობდა და აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას ეწეოდა. მისი ლექსებიდან გამორჩეულია „აპოკრიფი“,  „მათი ნებაა…“, „მე ვარ ვენახი“, „ოდდა თავისუფლებას“, „წმინდა მგლების ლოცვა” და სხვა. 2018 წელს მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია „საბა“ წიგნისათვის „პოეზიის დიქტატურა“. მონაწილება აქვს მიღებული რამდენიმე ფილმში.