კომპანია Shoei Kisen-ის 400 მეტრიანმა კონტეინერმზიდმა Ever Given, რომელიც ტაივანური კომპანიის Evergreen Marine Corporation საკუთრებაშია, ჩინეთიდან ევროპისკენ მიემართებოდა, მეჩეჩზე შეჩდა და არხი გადაკეტა. მიმდებარედ მინიმუმ 100 ხომალდი არხის გახსნის მოლოდინშია.
ეკიპაჟმა, ქარისლის დროს ცუდი ხილვადობის გამო, მართვაზე კონტროლი დაკარგა. ხომალდის დაძვრის ყველა მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.
სუეცის არხი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა არის მსოფლიოში, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ევროპას, აზიასა და აფრიკას. ყოველდღიურად არხში საშუალოდ 50 ხომალდი გადის, რომლებიც 3 მილიონ ტონამდე ტვირთს ზიდავენ. ყოველდღე 200 კილომეტრიანი ხელოვნური საზღვაო გზით სარგებლობს 20 ათასი ხომალდი, რაც მსოფლიო ვაჭრობის სრული მოცულობის 12%-ს შეადგენს.