შემთხვევა ნიუ-იორკში უილიამსბურგის ხიდზე მოხდა. თვითმხილველებმა ხიდზე შენიშნეს მამაკაცი, რომელიც „სასოწარკვეთილად გამოიყურებოდა“, და 911-ში დარეკეს. პოლიციელები მამაკაცთან 75 წუთის განმავლობაში მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.
ერთ-ერთი პოლიციელი ზემოთ ავიდა, დაახლოებით 100 მეტრის სიმაღლეზე, რათა მამაკაცს მიახლოებოდა და გადაერწმუნებინა.
მოგვიანებით ამ ამბის გმირმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ მამაკაცის ნდობის მოპოვებას ცდილობდა და უხსნიდა, რომ სიცოცხლის ფასი არაფერია. საუბრის შემდეგ, ის მზად იყო ჩამოსვლისათვის.