სულ რამდენიმე წელია, რაც ოთარ ტატიშვილი ეკრანზე გამოჩნდა და საზოგადოების ყურადღება დაიმსახურა. ის ყველაფერს ასწრებს, ცდილობს ყველაფერში საუკეთესო იყოს.
სერიალ „შუა ქალაქში“ შემდეგ, „ღამის შოუს“ სტუდიამ ჩათვალა, რომ ის კიდევ უფრო უნდა დაეტვირთა სატელევიზიო სივრცეში და ახალი გადაცემა „ოთარ ტატიშვილის შოუ“ გაუკეთა. ამისთვის მსახიობმა წონაში საგრძნობლად დაიკლო.
ოთარი პირველ მეუღლეს, ეკა არჩვაძეს დაახლოებით 20 წლის წინ დაშორდა. ეკასთან მას ორი ბიჭი ჰყავს. ისინი ექვსი წელი ცხოვრობდნენ ერთად.
ზუკა ხუთი წლის იყო, შოთი კი მხოლოდ ცხრა თვის. შოთი მაყურებელს 2015 წელს „X ფაქტორის“ კონკურსიდან ახსოვს, სადაც მისმა არაჩვეულებრივმა ნამღერმა ჟიური მოხიბლა.
მეორე მეუღლე თიკა სვანიშვილი სტომატოლოგია. მასთან ოთარს ერთი გოგონა - ნანი ტატიშვილი ჰყავს, რომელიც თანდათან საოცრად ემსგავსება დედას.
გოგონა სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობს და როგორც ჩანს, ცნობილი მშობლების გზას ადგას. პარალელურად, თამაშობს სპექტაკლებში.
მასალა განახლებულია. პირველადი ვერსია გამოქვეყნდა 2019 წლის 19 აგვისტოს.