ოქროსფერმა რეთრივერმა სათამაშო ლეკვზე იეჭვიანა - ვიდეო

ამ ლამაზ ცუგას პატრონი ძალიან უყვარს და მისი გაყოფა არავისთან სურს, მითუმეტეს სათამაშო ლეკვთან
Sputnik

კადრებში ჩანს, როგორ ეთამაშება გოგონა სათამაშო ლეკვა, ეფერება და ეუბნება, როგორი კარგი ბიჭია. სათამაშო პასუხად მოძრაობს, ყეფს და კუდს ათამაშებს.

ეს ძალიან არ მოეწონა ოქროსფერ რეთრივერს და ყურადღების მიპყრობა ცადა. შემდეგ კი ყეფა დაუწყო სათამაშოს, რომელმაც მას კინაღამ პატრონი წაართვა.