სოზარ სუბარი: ნიკა მელიას გათავისუფლება წუთის საქმეა, ამის გასაღები მის ხელშია
© Sputnik
„მზად ვართ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს – თუ გაყალბდა. დღეს არჩევნების გაყალბებაზე ოპოზიციაში აღარ საუბრობენ, რადგან ცხადია, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. რის საფუძველზე არ შემოდიან პარლამენტში – უკვე აზრს არის მოკლებული. რაც შეეხება პატიმრებს, ერთი ადამიანია ნიკა მელია, რომლის გათავისუფლება არის ერთი წუთის საქმე და ამის გასაღები მის ხელშია. გადაიხდის გირაოს – გამოვა გარეთ, და ეს იცის მთელმა მსოფლიომ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
სოზარ სუბარი ასევე აცხადებს, რომ საქართველოში 31 ოქტომბერს სამართლიანი არჩევნები ჩატარდა და ამას ქვეყნის ყველა პარტნიორი და სადამკვირვებლო მისია აღიარებს.