ყვითელი ამბები

„სასწაული ხარ...“ – ევა ბარბაქაძის სექსუალურმა ფოტომ სოცქსელების მომხმარებლები აღაფრთოვანა

ევა ბარბაქაძე შეყვარებულთან დაშორების შემდეგ ექსპერიმენტებს განაგრძობს. გოგონა შეუდარებლად გამოიყურება.
Sputnik

ცნობილი მოდელისა და ტელეწამყვანის შორენა ბეგაშვილის გოგონა, სავარაუდოდ, შეყვარებულს დაშორდა, რადგან სოციალური ქსელებიდან მათი ერთობლივი ფოტოები გაქრა. წყვილმა ზაფხული ბათუმში ერთად გაატარა, სწორედ მაშინ გაასაჯაროვა ევამ რომანტიკული ფოტოები. შემდეგ იყო ყაზბეგი. თუმცა ამჟამად „ინსტაგრამზე“ გიორგი ყაჯრიშვილის ფოტოები წაშლილია. სწორედ სავარაუდო დაშორებას დაემთხვა ევას იმიჯის რადიკალური ცვლილება და ახალი ვარცხნილობაც.

ცოტა ხნის წინ გოგონამ მეგობრებთან ერთად ერთ-ერთ სალონს მიაკითხა და ჭიპის პირსინგი გაიკეთა. როგორც „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოზე ჩანს, ევამ ტკივილი გმირულად გადაიტანა და საკმაოდ კმაყოფილიც ჩანდა. ევასთვის ეს მესამე პირსინგია. ერთი პირსინგი გოგონას ცხვირზე, მეორე კი წარბზე აქვს. ახლა „ინსტაგრამზე“ მომრავლდა ევას თამამი ფოტოები. ახალმა ფოტომ სოციალური ქსელის მომხმარებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი ევა ბარბაქაძე თანატოლ გოგონებს შორის სითამამით გამოირჩევა. ის შეუდარებლად გამოიყურება. გადატანილი ტრავმების მიუხედავად გოგონა ფეხზე წამოდგა და ნამდვილად ბრწყინავს.

შორენა ბეგაშვილს ევა ბარბაქაძე პატარა ასაკში შეეძინა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც შორენა ეკრანებზე არ ჩანდა. პოპულარობა დედა-შვილის ცხოვრებაში დიდი მუშაობისა და ძალისხმევის შედეგად მოვიდა. ყველამ იცის, რომ შორენა რუსთავში გაჭირვებულად ცხოვრობდა. მთელი ქვეყანა ევას და შორენას სილამაზეზე საუბრობს. მათ ბოლო პერიოდის მანძილზე ერთმანეთს სულ უფრო და უფრო ხშირად ადარებენ. ფაქტი სახეზეა, სილამაზით ევა დედას არ ჩამოუვარდება.