პესკოვმა ეს მცდელობები ძალადობრივ „დემოკრატიზებას“ შეადარა. „ეს მცდელობები დროსთან ერთად ვითარდება და ხორციელდება, რაშიც მუდამ ახალი ტექნოლოგიური ინსტრუმენტები გამოიყენება“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პრეს-მდივანმა. მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ დასავლეთმა აშშ-ის მეთაურობით მოსკოვთან ახალი – მენტალური ომი წამოიწყო. რუსეთის თავდაცვის მინისტრის მრჩეველის ანდრეი ილნიცკის თქმით, მისი მიზანი „თვითშეგნების განადგურება, საზოგადოების მენტალურ-ცივილიზაციური ცვლილებაა“. დეტალები იხილეთ ვიდეოში.