ოხანაშვილი საარჩევნო რეფორმაზე: ეს არის მორიგი პოლიტიკური ტესტი ოპოზიციისთვის

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, ჩაერთონ საკონტიტუციო ცვლილებების განხილვაში, რომელიც საარჩევნო ბარიერის 5%-დან მაქსიმუმ 3%-მდე დაწევას ითვალისწინებს.
Sputnik
ოხანაშვილი საარჩევნო რეფორმაზე: ეს არის მორიგი პოლიტიკური ტესტი ოპოზიციისთვის
„ეს არის ხელშეწყობა პოლიტიკური პლურალიზმის, პოლარიზაციის შემცირება და მეტი პარტიის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა 2024 წლის არჩევნების შემდგომ საქართველოს პარლამენტში. ეს არის კიდევ ერთი ტესტი პოლიტიკური ოპონენტებისთვის. თუ მათ მხარი არ დაუჭირეს ამ პროექტს, ეს იქნება მორიგი ლუსტრაცია, რომ ისინი მხარს უჭერენ არა დემოკრატიის განვითარებას, არამედ დემოკრატიის უკუსვლას“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი საარჩევნო რეფორმას შეეხება, რომელიც "ქართულ ოცნებასა" და "მოქალაქეებს" შორის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ შეიქმნა.