ტოკიოს ოლიმპიურმა ჩირაღდანმა სტარტი აიღო - პირდაპირი ტრანსლაცია

მიუხედავად იმისა, რომ ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადა 2021 წელს იმართება, მას უნარჩუნდება დასახელება „ოლიმპიადა 2020“
Sputnik

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. იაპონიაში ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტამ ფუკუშიმას პრეფექტურიდან აიღო სტარტი, იუწყება Kyodo News-ი.

უახლოეს დღეებში ესტაფეტის დაახლოებით 10 ათასი მონაწილე ჩირაღდანს ქვეყნის 47 პრეფექტურას მოატარებენ.

„ეს პატარა ცეცხლი იმედს არ კარგავდა და ასაყვავებლად გამზადებული საკურას კვირტების მსგავსად, ამ დღეს ელოდა“, — განაცხადა ტოკიოს ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების საორგანიზაციო  კომიტეტის ხელმძღვანელმა  სეიკო ჰასიმოტომ.

ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა იოსიჰიდე სუგამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იაპონიის ხელისუფლება აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან, რათა პანდემიის პირობებში ოლიმპიადა შეფერხებების გარეშე ჩატარდეს.

აღსანისნავია, რომ ესტაფეტის პირდაპირი ტრანსლაცია დაწყებიდან რამდენიმე წუთში დროებით შეწყდა ჩრდილოეთ კორეის მიერ იაპონიის ზღვისკენ რაკეტების გაშვების გამო, თუმცა მოგვიანებით პირდაპირი ეთერი კვლავ განახლდა.

ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადა 2020 წლის ივლის–აგვისტოში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ თამაშები COVID-19–ის პანდემიის გამო გადაიდო. მიუხედავად იმისა, რომ ოლიმპიადა 2021 წელს იმართება (23 ივლისიდან 8 აგვისტომდე), გადაწყდა, რომ მას შეუნარჩუნდება დასახელება „ოლიმპიადა 2020“.