ნავები ქუჩებში და ემუს გადარჩენა: წყალდიდობა ავსტრალიაში - ფოტო

Sputnik

წყალდიდობა უკვე ერთი კვირაა გრძელდება, დატბორილი რაიონებიდან უკვე ევაკუირებულია 20 ათასზე მეტი ადამიანი, დაიღუპა ერთი ადამიანი, რომელიც ავტომობილში ჩაიკეტა.

სტიქიური უბედურების ზონაში დაიკეტა დაახლოებით 200 სკოლა, გადაკეტილია უამრავი მაგისტრალი. სახანძრო-სამაშველო სამსახურის თქმით, შტატის ბევრი რაიონი „ახლა შიდა ზღვას გავს“.

 

1 / 10
ეს ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი წყალდიდობაა ავსტრალიაში
2 / 10
სტიქიამ ათობით სახლი გაანადგურა. შტატის ხელისუფლებამ ევაკუაცია გამოაცხადა
3 / 10
საშიშ ზონაში მცხოვრებ ადამიანებს სასწრაფოდ სახლის დატოვებისკენ მოუწოდებენ
4 / 10
დატბორილი რაიონებიდან უკვე 20 ათასზე მეტი ადამიანია ევაკუირებული
5 / 10
გადაუღებელი წვიმების გამო მდინარეებში წყლის დონემ იმატა. ძლიერი ტალღები სახლებსაც კი ანგრევს
6 / 10
ხოლო ულურუს კლდიდან ჩანჩქრებმა დაიწყო დენა
7 / 10
სტიქიური უბედურების ზონაში დაიხურა 200-ზე მეტი სკოლა, გადაკეტილია ავტომაგისტრალები
8 / 10
მამაკაცი წყალდიდობის დროს ემუს გადარჩენას ცდილობს
9 / 10
სინოპტიკოსების პროგნოზები არც ისე დამამშვიდებელია. მათი მონაცემებით, წვიმა და ქარბუქი დაახლოებით კიდევ ერთ კვირას გასტანს
10 / 10
ავსტრალიელებს ასევე აფრთხილებენ სიდნეის ძაბრიანი ობობების შესაძლო შემოსევის შესახებ, რომლებიც წყალდიდობისგან გადასარჩენად სახლებში შეღწევას ეცდებიან