მრგვალი მაგიდა: ახალი ეკონომიკური რეალობა და პანდემიის გამოწვევები

„Sputnik–საქართველოს“ მულტიმედიურ პრესცენტრში მრგვალი მაგიდა თემაზე „ახალი ეკონომიკური რეალობა და პანდემიის გამოწვევები. სახელმწიფო საწარმოების როლი კრიზისის დაძლევაში“ ხუთშაბათს, 25 მარტს, 15:00 საათზე ჩატარდება.
Sputnik

 

საქართველოს ეკონომიკა პანდემიისა და გლობალური კრიზისის ფონზე რთულ ვითარებაში აღმოჩნდა – „საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წელს ეკონომიკურმა ვარდნამ 6,2% შეადგინა, მეოთხე კვარტალში კი 6,8%. ადამიანების დიდი ნაწილი შემოსავლის გარეშე დარჩა, ბიზნესი სტაგნაციას განიცდის, და თვითგადარჩენის გზებს ეძებს.

როგორ გამოვა საქართველო ეკონომიკური კრიზისიდან? შეძლებს თუ არა ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ვარდნის შეკავებას? როგორ უნდა შეჩერდეს პროდუქტზე, კომუნალურ გადასახადებზე, ბენზინზე და ა.შ ფასების ზრდა. ამ და სხვა კითხვებზე პასუხს გასცემენ მრგვალი მაგიდის მონაწილეები:
– ეკონომიკის ექსპერტი, პროფესორი თემურ ხომერიკი;
– ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ ხელმძღვანელი რამაზ გერლიანი.

ვიწვევთ მასმედიის წარმომადგენლებს მრგვალი მაგიდის მსვლელობაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც შედგება „Sputnik–საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში მისამართზე: თბილისი, აღმაშენებლის გამზირი 61. მე-5 სართული, ბლოკი C. ცნობებისათვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 555908977.