მექსიკაში ყალბი „სპუტნიკ V-ს“ პარტია დააკავეს

დაკავებული პარტიის ფოტოები რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდს გადაეგზავნა, სადაც პრეპარატები ყალბად ცნეს
Sputnik

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. მექსიკის ერთ–ერთ სასტუმროში ჰონდურასის მოქალაქეები დააკავეს, რომლებსაც კერძო თვითმფრინავით კონტრაფაქტული ვაქცინა „სპუტნიკ V“ გადაჰქონდათ, თუმცა მათ გაუჩინარება მოახერხეს, იუწყება РИА Новости მექსიკის პროკურატურაზე დაყრდნობით.

ყოველი მეოთხე ფრანგი „სპუტნიკ  V“-თი აცრას ისურვებდა - გამოკითხვის შედეგები
„მექსიკის საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა მაცივარი, რომელშიც ვაქცინის ამპულები ინახებოდა, პროკურატურას გადასცეს, რასთან დაკავშირებითაც  გამოძიება დაიწყო. მიგრაციის სამსახურს სთხოვეს, გადაეცა ოტელში მყოფი პილოტისა და მგზავრებისთვის საიმიგრაციო უწყებები, თუმცა მათ თვალთვალისთვის თავის დაღწევა შეძლეს“, ნათქვამია გენპროკურატურის Twitter–გვერდზე.

გავრცელებული ინფორმაციით, მექსიკის ხელისუფლებამ გასულ კვირაში კამპეჩეს შტატის აეროპორტში კერძო  თვითმფრინავი Cessna დააკავეს, რომლის ბორტზეც ათასზე მეტი ამპულა აღმოაჩინეს. ისინი მარკირებული იყო როგორც რუსული ვაქცინა „სპუტნიკV.

რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდმა, რომელსაც ამოღებული პარტიის ფოტოები გადაეგზავნა, მათი ანალიზის შემდეგ განაცხადა, რომ დაკავებული ვაქცინები ყალბი იყო, და მადლობა გადაუხადა მექსიკის მთავრობას კონტრაფაქტული პრეპარატების გამოვლენისთვის.