ყვითელი ამბები

„დღეს ბოლო „პროფილია“ - ატირებულმა მაია ასათიანმა სტუდია დატოვა - ვიდეო

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა ვიდეომ საზოგადოებას ბევრი კითხვის ნიშანი გაუჩინა. მაია ასათიანი „რუსთავი 2“-ს ტოვებს?
Sputnik

თოქ-შოუ „პროფილის“ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე რამდენიმე წუთის წინ ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც მისი ავტორი და წამყვანი მაია ასათიანი ამბობს, რომ ეს ბოლო გადაცემაა, რადგან გადაცემა ეთერში აღარ გავა და ტირის. „ჩემს 20 წლიან ისტორიას ვასრულებ რადგან იმ სინათლეს, წლების წინ მთელი საქართველოს იმედი რომ იყო, ვეღარ ვხედავ“, - ამბობს ატირებული წამყვანი.

პოპულარული ჟურნალისტი სკანდალური ცხოვრების მიუხედავად უამრავ ადამიანს უყვარს. მის გარშემო განსაკუთრებულად გულწრფელი ადამიანები ერთადერთი ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ გამოჩნდნენ. მათ შორის არიან მაიას დედა, ნახევარდები და მამინაცვალი, რომლებიც მას გვერდიდან არ შორდებიან. როგორც ოჯახის წევრებს შეეფერება, მაიას დებთან ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა აქვს.

ტელესახის Instagram-ის გვერდზე უამრავ საინტერესო ფოტო-ვიდეოს აღმოაჩენთ. მათ შორის აქტუალურია მისი ბავშვობის სურათები. მაია აღიარებს, რომ მისი სილამაზის საიდუმლო სხვადასხვა პლასტიკური ქირურგიისა და ესთეტიკურ ცენტრებში იმალება. წლების წინ მაია ასათიანმა რინოპლასტიკა გაიკეთა, რის შემდეგაც მეტად თავდაჯერებული გახდა.

მისი სოციალური ქსელის ფოტო-ვიდეოების უმეტესობა სახლშია გადაღებული. კადრებზე ჰარმონიული ხედი, ბუნება, მისი უსაყვარლესი ძაღლები და კატა დომინირებს. გადაცემა „პროფილის“ წამყვანმა სიმშვიდე საკუთარ თავთან განმარტოებაში იპოვნა, თუმცა ტრაგედიის შემდეგ ოჯახის წევრებს უფრო დაუახლოვდა.