ყვითელი ამბები

„ინტიმური ფაჩი-ფუჩი გვაქვს!“ – ია ფარულავა სკანდალურ ვიდეოს აქვეყნებს

ეპატაჟურმა მსახიობმა მორიგი უცნაური ვიდეო გამოაქვეყნა. ვისთან აქვს მსახიობს „ინტიმური ფაჩი-ფუჩი“? ნახეთ ვიდეო
Sputnik

ხმაურიანი ტელევარსკვლავის პიროვნულ თვისებებზე დღემდე არ წყდება ჭორ-მართალი. ია ფარულავას პირადი ცხოვრება სკანდალებითაა სავსე. საზოგადოებას მსახიობი გულახდილობის გამო განსაკუთრებულად უყვარს. ის კადრს მიღმა მოვლენებს შელამაზების გარეშე აქვეყნებს და ხელმომწერებს რუტინულ ცხოვრებასაც უზიარებს. ამჯერად მან მორიგი სკანდალური ვიდეო გამოაქვეყნა, რომელსაც თაყვანისმცემლებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს.

ტელესახე სამჯერ იყო დაოჯახებული. პირველად პატარა ასაკში გათხოვდა, მისი მეუღლე რამაზ ჩანტლაძე იყო. ცოლ-ქმარს ურთიერთობა არ აეწყო, რამაზი ძალიან ეჭვიანი აღმოჩნდა და ზოგჯერ მსახიობს ფიზიკურადაც უსწორდებოდა, რის გამოც მათი ოჯახი დაინგრა. შემდეგ ია საცხოვრებლად და სამუშაოდ ამერიკაში წავიდა, სადაც ჟურნალისტ კის რაიზერზე იქორწინა, მაგრამ მოულოდნელად საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. მან სწორედ ამ პერიოდში გაიცნო ლეგენდარული რობერტ დე ნირო.

უახლესი ვიდეო მორიგი სკანდალის დასაწყისი აღმოჩნდა. ია ფარულავა გამოქვეყნებულ ვიდეოზე აღნიშნავს, რომ ინტიმურ ფაჩი-ფუჩს იწყებს. უცნობია თუ ვინ არის ოთახში მასთან ერთად და ვის გულისხმობს მსახიობი, თუმცა აღნიშნული ვიდეო მან სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა. „რომანოვების კლასტერი - მე მაპატიეთ, ამ თემაზე სასაუბრო ძალიან ბევრია... ახლა ჩვენ უნდა შევწყვიტოთ, იმიტომ რომ ინტიმური ფაჩი-ფუჩი გვაქვს!“ – აღნიშნა იამ და მეტი ინტრიგისთვის ოთახში მყოფი ადამიანის ჩვენება სცადა.

მის პირად ცხოვრებას დღემდე აქტიურად განიხილავენ. სამშობლოში ის საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ლიბანელ ბიზნესმენთან ფადი ასლისთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა წყვილი 2010 წელს ისე დაშორდა, რომ ქორწინება ოფიციალურად არ დაუკანონებიათ. 2013 წელს იას რჩეული ფრანკფურტში მოღვაწე ქართველი გიტარისტი ტარიელ ხოსროშვილი გახდა, უფრო მეტად ცნობილი ფსევდონიმით ტარიელ სუარი. ტელეშოუ „ნიჭიერის“ მიმდინარეობისას სუარმა პირდაპირ ეთერში სთხოვა იას ცოლობა და მათ მალევე, 2013 წლის სექტემბერში ჯვარიც დაიწერეს, თუმცა მალევე დაშორდნენ.