გურჯაანის რაიონში მამაკაცი ავტომობილში ჩაცხრილეს

მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
Sputnik

თბილისი, 25 მარტი – Sputnik. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მანქანაში მამაკაცი ჩაცხრილეს. ამის შესახებ ინფორმაცია ქართულ მასმედიაში გავრცელდა.

შემთხვევა დღეს დილით, გამთენიისას მოხდა.

დიდ დიღომში მამაკაცი მოკლეს, დაჭრილია ერთი პირი

გავრცელებული ინფორმაციით, დაუდგენელმა პირმა 40 წლამდე მამაკაცი საკუთარ მანქანაში ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილა. დაჭრილია ავტომობილში მჯდომი კიდევ ერთი პირი. სავარაუდოდ, ის ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტია. სხვა ვერსიით, დაჭრილია სამი პირი.

არსებული ინფორმაციით, სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი ურთიერთშელაპარაკება გახდა. სამეგრელოს რეგიონიდან ატმის ბაღებში სამუშაოდ ჩასულ ახალგაზრდა მამაკაცს ერთ-ერთ ადგილობრივთან კამათი მოუხდა, რასაც მისი მკვლელობა მოჰყვა.

მედიაში ვრცელდება მკვლელობის სხვა ვერსიაც. ერთ-ერთი ვერსიით, მოკლული სხვაში შეეშალათ და მსხვერპლი იმ პიროვნების ავტომობილს მართავდა, ვისი მკვლელობაც იყო განზრახული.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ- კრიმინალისტები იმყოფებიან.