ზუგდიდში სამგზავრო მატარებელი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა

ახალგაზრდა ქალს, რომელიც ავტომობილს მართავდა, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გამოკვლევები ამ დრომდე უტარდება.
Sputnik

თბილისი, 24 მარტი – Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რკინიგზის სადგურთან ახლოს ზუგდიდი–თბილისის სამგზავრო მატარებელი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი.

შემთხვევის შედეგად ავტომობილის მძღოლი დაშავდა. ამ დროისთვის ახალგაზრდა ქალი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო.

ნიკა ლატარია