ყოველი მეოთხე ფრანგი „სპუტნიკ  V“-თი აცრას ისურვებდა - გამოკითხვის შედეგები

ვაქცინირებულ გამოკითხულთა შორის, იმ პირთა წილი, ვინც რუსული პრეპარატით აცრას ისურვებდა, 41%-ს შეადგენს
Sputnik

თბილისი, 24 მარტი - Sputnik. საფრანგეთის მოსახლეობის მეოთხედი (26%) რუსული „სპუტნიკ  V“-თი აცრას ისურვებდა, თუ ამის შესაძლებლობა მიეცემოდა. ამაზე მეტყველებს გამოკითხვის შედეგები, რომელიც კომპანია IFop-მა რადიო Sputnik-ის დაკვეთით ჩაატარა.

ლავროვმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ ვინ გაანადგურა ურთიერთობა რუსეთსა და ევროკავშირს შორის

გამოკითხვა დამოუკიდებელი ონლაინ-ანკეტის მიხედვით 2021 წლის 17-18 მარტს 1009 ადამიანს შორის ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღეს 18 წლისა და უფროსი ასაკის მოქალაქეებმა.

საინტერესოა, რომ ვაქცინირებულ გამოკითხულთა შორის რუსული პრეპარატით აცრის მსურველთა წილი 41%-ს შეადგენს. ამასთან, სხვა ევროპელებთან შედარებით, ფრანგები უფრო მძაფრად განიცდიან ანტიკოვიდურ შეზღუდვებს. მოსახლეობის მესამედზე მეტი მიიჩნევს, რომ კარანტინით გამოწვეულმა ზარალმა კორონავირუსით გამოწვეულ ზარალს გადააჭარბა.

როგორ შეიცვალა ფრანგების განწყობა პანდემიის პერიოდში - გამოკითხვის შედეგები და ექსპერტთა თვალსაზრისი რადიო Sputnik-ის ეთერში.

„გასაკვირი არ არის, რომ ფრანგების მეოთხედი მზადაა, რუსული ვაქცინით აიცრას. „სპუტნიკ  V“-მ კარგი შედეგი აჩვენა. შეიქმნა მსოფლიო დონის ვაქცინა“, - ფიქრობს პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი ტატიანა ზვერევა.

„საფრანგეთი გამოირჩევა სხვა ევროპული ქვეყნებისგან რუსეთის მიმართ არაგულგრილი დამოკიდებულებით. ევროკავშირში რუსული ვაქცინა რომ დაერეგისტრირებინათ, ფრანგების 15-20% უპირატესობას მას მიანიჭებდა. ეს ნორმალური ისტორიაა“, - ამბობს საფრანგეთის საკითხთა ექსპერტი ევგენი ოსიპოვი.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, მთლიანობაში COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებას რესპონდენტების 45% აპირებს. გამოკითხულთა 11% უკვე აცრილია.

კვლევის მონაწილეთა მესამედმა (34%) აღიარა, რომ შეზღუდვებმა მათ ცხოვრებაზე უფრო ნეგატიურად იმოქმედა, ვიდრე თავად პანდემიამ. ე.წ. მკაცრი ლოკდაუნის წინააღმდეგი, ძირითადად, 25-დან 34 წლამდე ასაკის მოქალაქეები არიან.