უამინდობა საქართველოში: სტიქიამ პრობლემები ანაკლიაში შექმნა

ბოლო დღეებში საქართველოში ამინდი საგრძნობლად გაუარესდა. გადაუღებელი წვიმების გამო რამდენიმე რეგიონში მეწყერი ჩამოწვა
Sputnik

თბილისი, 24 მარტი - Sputnik. უხვი ნალექის გამო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ანაკლიის ადმინისტრაციულ ერთეულში მდინარე ენგური ადიდდა და რამდენიმე მოსახლის ეზო დატბორა.

უამინდობა საქართველოში: სტიქიამ პრობლემები ანაკლიაში შექმნა

გავრცელებული ინფორმაციით, მდინარის ადიდების შედეგად დაახლოებით ათი ოჯახის ეზოები დაიტბორა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ადგილზე ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და კალაპოტის გაფართოების სამუშაოები მინდინარეობს.

არსებულ ვითრებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიგა ფარულავა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია გაეცნენ.

საქართველოში ამინდი საგრძნობლად გაუარესდა. გადაუღებელი წვიმების შედეგად მეწყერი ჩამოწვა ასევე გუდამაყრის ხეობასა და ცაგერის მუნიციპალიტეტში. უამინდობის გამო მეწყერი ჩამოწვა აჭარის ოთხ მუნიციპალიტეტშიც.

ნიკა ლატარია