მუწუკებიდან იმპოტენციამდე: რაში გამოგვადგება დანდურის ნაყენი – რეცეპტები

ფარმაცევტიკის პროფესორის თქმით, დანდურის ნაყენი მამაკაცებში იმპოტენციის სამკურნალოდაც კი გამოიყენება.
Sputnik

თბილისი, 24 მარტი – Sputnik. აბეზარი სარეველა მცენარე დანდური, რომლის კულტურული ფორმების ფოთლებსაც (ზოგჯერ ყვავილებს) სანელებლად იყენებენ, სინამდვილეში სამკურნალო თვისებებს ფლობს, აცხადებს რუსეთის ფარმაცევტული აკადემიის პროფესორი ვალერი მელიქ–ჰუსეინოვი. 

მჟაუნა და მისი უნიკალური სასარგებლო თვისებები

მისი თქმით, დანდურს ხალხურ მედიცინაში ანთების საწინააღმდეგო, შარდმდენ და ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად იცნობენ. ამასთან მცენარის წვენს აქვს ნაღველმდენი და ასევე გამაგრილებელი თვისებები, გამოიყენება თირკმელების, ღვიძლისა და შარდის ბუშტის სამკურნალოდ.

პროფესორის განმარტებით, დანდურის თესლი ინიშნება სიცხის დასაწევად და ასევე შედის მამაკაცებში იმპოტენციის სამკურნალო ხალხურ საშუალებებში.

არსებობს დანდურის სამკურნალო ნაყენის დამზადების რამდენიმენაირი რეცეპტი:

სხვადასხვა დაავადებების პროფილაქტიკისთვის — ორ სუფრის კოვზ ახლად დაქუცმაცებულ მცენარეს დაასხით 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი. დაახლოებით საათ-ნახევრის შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ დღე-ღამეში ერთხელ ან ორჯერ 1–2 სუფრის კოვზის ოდენობით;

ქერტლის სამკურნალოდ — ერთ სუფლის კოვზ ხმელ დანდურს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და დადგით ერთი საათით. შემდეგ გადაწურეთ და შეიზილეთ თმის ძირებში;

კოწახური – სასარგებლო თვისებები და უკუჩვენებები

სახსრების ტკივილისას — ახლად მოკრეფილი ერთი სუფრის კოვზი დანდური ხარშეთ 10 წუთის განმავლობაში, გადმოდგით ცეცხლიდან, შემოახვიეთ ქვაბს რაიმე თბილი და დააყოვნეთ ორი საათი. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 1–2 სუფრის კოვზი დღეში სამ–ოთხჯერ.

მელიქ–ჰუსეინოვის თქმით, დანდურის ნაყენის კომპრესები ასევე გამოდგება ფურუნკულოზის, ჩირქოვანი მუწუკების, ეგზემის სამკურნალოდ. პროფესორის განმარტებით, სალბუნის დადებამდე საჭიროა, რომ მტკივნეული ადგილი იგივე ნაყენით ჩამოიბანოთ.

გახსოვდეთ! ისევე, როგორც ნებისმიერ სამედიცინო საშუალებას, დანდურსაც აქვს უკუჩვენება — ეს მაღალი წნევაა. ამიტომ ჰიპერტონიკებმა აუცილებლად უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე და ხშირად არ უნდა გამოიყენონ იგი.