„მერე რა რომ მარტია“ – მასწავლებლისა და მოსწავლეების ცეკვა თოვლში – ვიდეო

სოციალურ ქსელში პოპულარული გახდა ვიდეო, სადაც შუახევის რაიონის სოფელ ინწკირვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები შესვენებაზე მასწავლებელთან ერთად ცეკვავენ.
Sputnik

როგორც ვიდეოს ავტორი თამუნა ლაბაძე ქართულ მედიასთან საუბარში აცხადებს, დაწყებითი სკოლის მასწავლებელია და ვიდეო მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით გადაიღეს.
პედაგოგის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღე სიახლეებით სავსე აქტივობები აქვთ, მოსწავლეებს პირბადის გარეშეც სურდათ მისი დანახვა და უცებ ეს მოაფიქრდა.