ზემო სვანეთის გზებზე ქვისცვენის და ზვავსაშიშროების გამო შეზღუდვები დაწესდა

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის ორ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება დილის 8 საათამდე აიკრძალა
Sputnik

თბილისი, 23 მარტი – Sputnik. ქვისცვენის და ზვავსაშიშროების გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ორ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

წვიმა, თოვლი, ქარბუქი – საქართველოში ამინდი გაუარესდება

კერძოდ, შეზღუდვა 23 მარტის 21:00 საათიდან 24 მარტის 08:00 საათამდე იმოქმედებს კალა-უშგულის (171-186-ე კმ) და დიზი-ლახამულას (90-100-ე კმ) მონაკვეთებზე.

საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდა. უხვი წვიმების შედეგად დღეს გუდამაყრის ხეობაში და ცაგერში მეწყრული პროცესები გააქტიურდა. შედეგად გარე სამყაროს 22 სოფელი მოწყდა. უამინდობა 26 მარტის ჩათვლით არის მოსალოდნელი.