როგორ მოვიშოროთ კბილებიდან ნადები და რას გვირჩევს აშშ-ის სტომატოლოგთა ასოციაცია

კბილებთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის პრობლემების მოსაგვარებლად, რაღა თქმა უნდა, სტომატოლოგთან მისვლაა აუცილებელი. მაგრამ როცა საქმე ნადების მოშორებას ეხება, ეს თავადაც შეგვიძლია გავაკეთოთ სახლის პირობებში.
Sputnik

ქვემოთ რამდენიმე აპრობირებულ და ყველაზე მეტად ეფექტურ ხერხს შემოგთავაზებთ. თუმცა მანამდე გეტყვით, რომ ნადების პროფილაქტიკისთვის აუცილებელია დავხვეწოთ კბილების წმენდის ტექნიკა.

ზოროასტრიზმიდან სტომატოლოგამდე: განსაზღვრეთ ბედი და ჯანმრთელობა კბილების მიხედვით

გაითვალისწინეთ: მთავარია არა კბილების ხეხვის დრო, არამედ ხარისხი. თქვენ შეგიძლიათ 3 კი არა, 5-10 წუთიც იხეხოთ კბილები, მაგრამ თუ ამას სწორად არ აკეთებთ, ეს დროის ცუდუბრალოდ ხარჯვა იქნება.

ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაცია გირჩევთ:

დაიჭირეთ კბილის ჯაგრისი ღრძილების მიმართ 45 გრადუსიანი კუთხით. ზედა ყბის კბილების წმენდისას ჯაგრისი ყოველ ჯერზე აუსვით ქვემოდან ზემოთ, ანუ ცხვირის მიმართულებით, ხოლო ქვედა ყბის კბილების წმენდისას - პირიქით, ზემოდან ქვემოთ. ამ კუთხითა და მიმართულებით ხეხვით ღრძილების ხაზიც კარგად იწმინდება, რაც ძალზე საჭიროა და აუცილებელი და რასაც ბევრი ყურადღებას არ აქცევს.

ახლა კი გაგაცნობთ რამდენიმე მეთოდს, რომლებიც ბუნებრივ ინგრედიენტებს ეყრდნობა, სრულიად უსაფრთხოა და, რაც მთავარია, შედეგიანი.  

მეთოდი 1: კაკლის ნაჭუჭი

აიღეთ 15 გრ კაკლის ნაჭუჭი და ჩაყარეთ ის ცოტაოდენ წყალში. დადგით ცეცხლზე, მიიყვანეთ დუღილამდე და მერე კიდევ 15 წუთის განმავლობაში ხარშეთ. შემდეგ გადმოდგით ნახარში ცეცხლიდან და გააცივეთ.
დაასველეთ ნახარშში კბილის ჯაგრისი და ფრთხილად გაიხეხეთ კბილები ზემოთ შემოთავაზებული მეთოდით სამი წუთის განმავლობაში. გაიმეორეთ ეს პროცედურა დღეში სამჯერ.

დადგინდა კავშირი კბილების გამოხეხვასა და გულის დაავადებებს შორის: მეცნიერული კვლევა

მეთოდი 2: მზესუმზირა და ლაიმი 

აიღეთ 2 ჩაის კოვზი მზესუმზირის მარცვლები და 2 ჩაის კოვზი ლაიმის ყვავილი, ჩაყარეთ ის 1/2 ლიტრ წყალში და ადურეთ დაბალ ცეცხლზე 30 წუთის განმავლობაში. როცა ნახარში მომზადდება, გამოივლეთ ის პირში ყოველი ჭამის შემდეგ.

მეთოდი 3: ვაშლის ძმარი

გამოივლეთ პირში ჯერ ვაშლის ძმარი, შემდეგ კი აუცილებლად წყალი.
შეგიძლიათ დაამზადოთ ხსნარიც: ერთი წილი ვაშლის ძმარი+ერთი წილი წყალი, და გამოიყენოთ ის პირის ღრუს სავლებ საშუალებლად.

მეთოდი 4: აბზინდა და ღვინო

შეურიეთ ერთმანეთს 1,5 სუფრის კოვზი მწარე აბზინდა და 2 სუფრის კოვზი ღვინო. დააყოვნეთ 2 საათით, შემდეგ კი გადაწურეთ. გამოიყენეთ ეს ნაყენი კბილების სახეხ საშუალებად.