მეთევზემ უზარმაზარხახიანი წყალქვეშა მონსტრი დაიჭირა: საშიში ფოტოები

მეთევზემ თავის ნადავლთან გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და ძალიან შეაშინა იუზერები
Sputnik

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. ამერიკელმა მეთევზემ ბერინგის სრუტეში გიგანტური თევზი  დაიჭირა, რომელსაც უზარმაზარი ხახა ჰქონდა, იუწყება პორტალი LADbible.

​გავრცელებული ინფორმაციით, 39 წლის ნეიტ ისაკი ალიასკაზე, კუნძულ აკუტანის სანაპიროზე თევზაობდა, როდესაც ანკესს შემაშინებლად დიდი ხახისა და ბასრკბილებიანი თევზი წამოეგო.

„მე უკვე ნანახი მქონდა ასეთი თევზები მანამდე და ვიცოდი, რომ მაგრად კბენა შეუძლიათ. ამიტომ ჩვენ ძალიან ვფრთხილობდით“, — ამბობს მეთევზე, რომელმაც იშვიათი თევზი უკან, წყალში გაუშვა.

ნეიტ ისაკმა „წყალქვეშა მონსტრის“ ფოტო საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში, რითაც ძალიან შეაშინა მკითხველები. 

სპეციალისტების თქმით კი ეს გიგანტური გველთევზასნაირი კბილანაა, რომელიც კიბორჩხალებით, მოლუსკებითა და იშვიათად თევზებითაც იკვებება. ბინადრობს სანაპირო წყალმარჩხებზე, თუმცა იშვიათად 225 მ სიღრმეზეც გვხვდება. გველთევზასნაირი კბილანა დღისით ქვიანი გრუნტის ქვეშ იმალება და ღამით აქტიურდება. საკუთარ საცხოვრებელს ისინი  გაძლიერებულად იცავენ.