კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ნოემბერში კახი კავსაძეს კორონავირუსი დაუდგინდა, დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობმა დაამარცხა დაავადება
Sputnik

თბილისი, 22 მარტი – Sputnik. ცნობილი ქართველი მსახიობი კახი კავსაძე საავადმყოფოშია და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ტელეარხ Rustavi2-ის ინფორმაციით, მსახიობი მკურნალობის კურსს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადის. დიაგნოზი - ფილტვების ანთება. ახლობლების თქმით, კახის მდგომარეობა მას შემდეგ დამძიმდა, რაც მან კორონავირუსი გადაიტანა. მისი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური.

ჯანმომ კორონავირუსის წარმოშობის ვერსია დაასახელა

85 წლის კახი კავსაძე კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკაში გასული წლის 28 ნოემბერს მოათავსეს. მას სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა. იგი ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე იყო ჩართული. დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობმა დაამარცხა დაავადება, მაგრამ მოგვიანებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა.

85 წლის კახი კავსაძემ იუბილე 5 ივნისს აღნიშნა. ათწლეულების განმავლობაში ის შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის აკადემიური თეატრის წამყვანი მსახიობია. მის ანგარიშზეა ბრწყინვალე თეატრალური დადგმები, 80-ზე მეტი ფილმი.

აღსანიშნავია მისი როლები ფილმებში „ვერის უბნის მელოდიები“, „ნატვრის ხე“, „მონანიება“, „უდაბნოს თეთრი მზე“, „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ და სხვ. 2011 წელს რეჟისორმა ნანა ჯანელიძემ მსახიობზე გადაიღო დოკუმენტური ფილმი „კახი კავსაძე - ნეტავი იქ თეატრი არის?!“