აშშ–ში ქართულ ბალეტზე ფილმის პრემიერა გაიმართა

რადგანაც პანდემიის გამო ქართული საბალეტო დასის გასტროლი აშშ–ში ჩაიშალა, ამერიკელი მაყურებლისთვის ქართული ბალეტის ისტორიის ჩვენება უსაფრთხო ონლაინ–რეჟიმში გადაწყვიტეს
Sputnik

თბილისი, 23 მარტი – Sputnik. ამერიკის შეერთებულ შტატებში, მინესოტის შტატის ქალაქ მინეაპოლისში ფილმის „საქართველოს სახელმწიფო ბალეტი დღეს“ პრემიერა გაიმართა.

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეჟისორ შალვა შენგელის ფილმის პრემიერა წარმატებული იყო.

აშშ–ში ქართულ ბალეტზე ფილმის პრემიერა გაიმართა

ფილმი მინესოტის უნივერსიტეტმა Northrop შეუკვეთა. აღმოჩნდა, რომ Northrop–ში 2020 წლის აპრილში ქართული საბალეტო დასის ტური იყო დაგეგმილი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო გაუქმდა.

აშშ–ში ქართულ ბალეტზე ფილმის პრემიერა გაიმართა

ამერიკულმა მხარემ, პანდემიის გამო გასტროლის გადადების მიუხედავად, გადაწყვიტა, რომ გაცნობოდა ნამდვილ ქართულ ბალეტს.

„Northrop აღფრთოვანებულია საქართველოს სახელმწიფო ბალეტთან თანამშრომლობითა და ამ საერთაშორისოდ აღიარებულ დასს აუდიტორიას უსაფრთხო, ონლაინ ფორმატში წარუდგენს“, – ნათქვამია მინესოტის უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში.

ფილმის ჩვენება 28 მარტამდე გაგრძელდება. ფილმს აჩვენებენ საქართველოშიც.