COVID-19 საქართველოში – 23 მარტის მონაცემები

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 270.668 ადამიანი, გარდაიცვალა – 3.714 , კარანტინის რეჟიმშია 203, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.467 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 179 ადამიანი იმყოფება
Sputnik

თბილისი, 23 მარტი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 528-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 278.178-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 270.668 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 299), გარდაიცვალა – 3.714 (ბოლო 24 საათში – 4), კარანტინის რეჟიმშია 203, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.467 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 179 ადამიანი იმყოფება. 

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 20.903 კვლევა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14.296, PCR–ტესტით – 6.607.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,53%, ბოლო 14 დღის - 1,61%, ბოლო 7 დღის - 1,82%

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.