ტიკარაძე: პირადად ვგეგმავ რეგიონებში სამედიცინო პერსონალთან გასაუბრებას

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ვაქცინის პოპულარიზაციის მიზნით რეგიონებში მედიკოსებთან გასაუბრებას აპირებს.
Sputnik
ტიკარაძე: პირადად ვგეგმავ რეგიონებში სამედიცინო პერსონალთან გასაუბრებას
„მე პირადად ვგეგმავ რეგიონებში სამედიცინო პერსონალთან გასაუბრებას და ხვალიდან დავიწყებ ინტენსიურ შეხვედრებს ჩვენს კოლეგებთან. საჩხერის კლინიკა იქნება ალბათ პირველი, რომელსაც მოვინახულებ“, – ამბობს ტიკარაძე.

საქართველოში კორონავირუსზე ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია შესაძლებელი იყო მხოლოდ მედიცინის მუშაკებისთვის, რომლებიც ყველაზე დიდი რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან. დღევანდელი მონაცემებით, ვაქცინაცია ჩაუტარდა მხოლოდ 3.843 მედიცინის მუშაკს.

სამედიცინო პერსონალის მხრიდან დაბალი მიმართვიანობის გამო იმუნიზაციის პროცესში 65 წელს გადაცილებული ადამიანებიც ჩაერთვებიან.