თბილისი, 22 მარტი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გადაიღო ფოტო პირბადით, რომელზეც FCKNG QRNTN აწერია, იუწყება РИА Новости.
ფოტოს გადაღების მომენტის ამსახველ ვიდეოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს TikTok-გვერდი აქვეყნებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სურათი ჩინეთში ვიზიტისას არის გადაღებული, ხოლო პირბადე მინისტრს მისი პულის ჟურნალისტებმა აჩუქეს.
სერგეი ლავროვი ჩინეთში უკვე შეხვდა მის კოლეგა ვან ის. მხარეთა შორის მოლაპარაკებები ხვალაც გაგრძელდება, შემდეგ კი რუსი მინისტრი სამხრეთ კორეაში გაემგზავრება.